Architectural Model

Just In Time

JIT: ჩვენ ვქმნით სატრანსპორტო სქემებს, რომლებიც უზრუნველყოფს თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და უსაფრთხოებას.

ჩვენს შესახებ

"JIT" წარმოადგენს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც სპეციალიზირებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემებისა და ტრანსპორტზე ზეგავლენის კვლევის საკითხებში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლებით, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერი სირთულის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებასა და განთავსებაში. ჩვენი მიზანია ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ეფექტური მართვა და განვითარება, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მოქალაქეების გადაადგილება და უსაფრთხოება. გახადე მომავალი ხელშესახები!

ჩვენი სერვისები

Services
JIT გთავაზობთ
  • სატრასნპორტო კვლევა
  • საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა
  • მშენებლობის პერიოდში საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა
  • მონტაჟი-დემონტაჟის დროს საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემა
  • ტექნიკის განთავსების სქემა
  • შემოვლითი გზების ორგანიზების სქემა.
Transport Scheme
სატრანსპორტო სქემა

საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა წარმოადგენს სისტემურ გეგმას, რომელიც შედგენილია „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ დადგენილების მიხედვით და მიზნად ისახავს სატრანსპორტო და ქვეითად მოსიარულეთა ნაკადების რეგულირებას.

სატრანსპორტო კვლევა

სატრანსპორტო კვლევა წარმოადგენს პროექტის გავლენის შეფასებას არსებული სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაზე. აღნიშნული კვლევის დოკუმენტის მომზადების აუცილებლობა წარმოიშვება განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) ეტაპზე იმ არქიტექტურული პროექტებისთვის, რომელთა ფართობი 6000 კვ.მ.-ს აღემატება.